“საკრებულოს წევრები თუ გაითვალისწინებენ, რომ საკრებულო თვითმმართველი ორგანოა და გურიის დეპუტატის ხელისბიჭებად არ გადაიქცევიან, კარგი იქნება. თუმცა ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს”, _ კომენტარი პარტია “ლელოს” წევრმა ნუგზარ ჩხიკვაძემ “გურია ნიუსის” ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან _ “საკრებულოს ძველი თავმჯდომარე ახლის მოადგილედ” _ დაკავშირებით ფეისბუქზე დაწერა.
ნუგზარ ჩხიკვაძე ახალი მოწვევის საკრებულოს წარმატებებს უსურვებს ჩოხატაურის საკეთილდღეოდ.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩოხატაურში არ ჩატარებულა არჩევნები, არამედ ჩატარდა ერთი დიდი იყიდე-გაყიდე, მაინც რეალობა ისაა, რაც არის. ეს არც პირველია და არც გასაკვირი. ხოდა მაინც მინდა არჩეულ საკრებულოს წარმატება ვუსურვო ჩოხატაურისტვის საკეთილდღეოდ.
იმედია საკრებულო ახალი შემადგენლობა მაინც დაინტერესდება ბახმაროში უკანონო მშენებლობებით, ბახმაროს “ჰაიდ-პარკის” ტენდერით და ამ ტენდერში ქალბატონი ნინო წილოსანი • Nino Tsilosani ს ინტერესებით, ცხენებზე გაწეული უხვი ხარჯებით და ა. შ.
საკრებულომ იმუშაოს და სამუშაო თემებს არ მოვაკლებთ.
ისე, საკრებულოს წევრები თუ გაითვალისწინებენ, რომ საკრებულო თვითმმართველი ორგანოა და გურიის დეპუტატის ხელისბიჭებად არ გადაიქცევიან, კარგი იქნება. თუმცა ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს.
ერთი სიტყვით – წარმატებები”, _ წერს ნუგზარ ჩხიკვაძე.