ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ონლაინ ფორმატში ჩატარებულ შეხვედრაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრება, „ძლიერ ეკონომიკურ და სხვა ზომებს“ მიიღებს.
ვიდეო საუბრისას პრეზიდენტმა ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების განლაგების გამო და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.
რუსეთი ამბობს, რომ თავდასხმას არ აპირებს.
სამშაბათის ზარის შემდეგ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს კონკრეტულ მტკიცე პასუხებს მომდევნო კვირებში, თუ ეს საჭირო იქნებოდა.
ზომები შესაძლოა მოიცავდეს ეკონომიკურ სანქციებს და სხვა ქმედებებს, როგორიცაა რეგიონში ნატოს მოკავშირეებისთვის ჯარების დამატებითი განლაგება და უკრაინის თავდაცვის აღჭურვა.
[sexy_author_bio]