ენის შემსწავლელი აპის „babble”-ის დაკვეთით გამოკითხვა ჩატარდა, რომელმაც ყველა ის სიტყვა გამოავლინა, რომელთა გამოთქმა 2021 წელს ახალი ამბების ჟურნალისტებსა და მკითხველებს განსაკუთრებით გაუჭირდათ.
სიის თავში მოხვდა კოვიდ-19-ის ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელსაც ბერძნული ასო O-ს სახელი დაარქვეს. ის, სავარაუდოდ, წარმოითქმის როგორც “OH-mee-kraan” ან “AH-muh-kraan”.
ბევრი ახალი ამბების მკითხველი ასევე არასწორად წარმოთქვამდა მომღერალ ბილი ეილიშის გვარს – “EYE-lish”.
სიაში ასევე მოხვდნენ:
სტეფანოს ციციპასი (STEH-fuh-nohs TSEE-tsee-pas) – მსოფლიოს ნომერ მეოთხე ჩოგბურთელი.
Cheugy (CHOO-gee) – ტერმინი, რომელიც გამოიყენება უარყოფისთვის, რაც უიმედო ან არამოდურია.
გლაზგო (GLAHZ-go) – COP26 კლიმატის კონფერენციის მასპინძელი ქალაქი ჯო ბაიდენმა და ბარაკ ობამამ არასწორად გამოთქვეს.
Ever Given (Ev-er GIV-en) – გემის სახელი, რომელმაც გადაკეტა სუეცის არხი, ხშირად შეცდომით წარმოითქმებოდა, როოგორც “Evergreen“.
Dogecoin (DOHJ-coin) – კრიპტოვალუტა, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ელონ მასკის ლექსიკონში.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ამ სიაში შედიოდა აშშ-ს ინფექციური დაავადებების ექსპერტის, ენტონი ფაუჩის (FOW-chee) გვარი და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის (CAW-ma-la) სახელი.
[sexy_author_bio]