თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“ კვლავ ამჟამინდელ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელე მხარის – დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სამოქალაქო სარჩელი არ დააკმაყოფილა.
„რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნებაზე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დაახლოებით, 2 წლის წინ შეიტანეს. აღნიშნულ დავაში მოპასუხე მხარე ქიბარ ხალვაში იყო.
მოსამართლე გოჩა დიდავას გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა “რუსთვი-2 ს”. ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილებით, “რუსთავი2-ს” ქონების გაყიდვის უფლება მიეცა.