ოზურგეთში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე იმყოფება. ფოლკლორის ცენტრში გამართულ შეხვედრის შემდეგ მან მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
“გურია ნიუსი“: ბატონო ამირან, პენსიონერებისთვის ამოქმედდა სპეციალური პროგრამა. ორჯერ აცრილებს სახელმწიფო 200 ლარს ჩაურიცხავს. იგეგმება თუ არა მსგავსი პროგრამის ამოქმედდება ახალგაზრდებისთვის?
ამირან გამყრელიძე: ახალგაზრდებზე ამ ეტაპზე მსგავსი პროგრამის ამოქმედება ამ ეტაპზე, არ იგეგმება. იმიტომ, რომ ეს პროგრამა ამოქმედდა 60 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაზე, რადგან სიკვდილიანობის 85%-ი კოვიდით გამოწეული სიკვდილიანობა არის ამ ასაკზე. ეს 40% არის ამ ასაკის აცრილი სრულად და ამიტომაც დავაწესეთ ეს წახალისება. ერთი თვის განმავლობაში 80 000-მდე ადამიანი არის აცრილი.
“გურია ნიუსი“: რადგან ასე კარგად ამუშავდა ეს პროგრამა აქედან გამომდინარე სხვა ასაკის ადამიანებზე ხომ არ იგეგმება მსგავსი წამახალისებელი აქციის ჩატარება?
ამირან გამყრელიძე: _ ჯერ მთავარია ავცრათ ეს ასაკი. კიდევ ეთხელ ვამბობ სიკვდილიანობის მაღალი პრონცეტი გვაქვს 60 წელს ზემოთ ასაკზე.