პანდემია 2022 წელს დასრულდება, თითქმის ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ ეკონომიკა აღდგება და ნორმალურ ჭრილს დაუბრუნდება.
ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი ბანკის, JPMorgan-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ.
“ჩვენი ხედვა ასეთია, რომ 2022 წელი სრული გლობალური აღდგენის, პანდემიის დასრულების და ნორმალურ პირობებში დაბრუნების წელი იქნება.
ეს გარანტირებულია ფართო საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევით და ადამიანური გონიერების დახმარებით, როგორიცაა ახალი თერაპიული საშუალებები, რომლებიც სავარაუდოდ, ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი 2022 წელს,” – აცხადებს ” მარკო კოლანოვიჩი, რომელიც JPMorgan-ის გლობალური ბაზრების მთავარი ანალიტიკოსია.
წყარო: rustavi2