იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ბრიტანეთმა და ალიანსმა ნაკლებად სავარაუდოა რომ უკრაინაში ჯარი გაგზავნოს. ამის შესახებ bbc-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა.
“უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ გაგზავნოს ჯარი რუსეთის გამოსაწვევად”,_ განაცხადა მან.
ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის დიდი რაოდენობით სამხედრო ძალაა მობილიზებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს, მაგრამ ქვეყანა ამ ბრალდებას უარყოფს.