„ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივ შიმშილობის აქციას იწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააცნო.
მელიას თქმით, შიმშილობის აქცია დაიწყება კახეთის გზატკელზე, ნაციონალური მოძრაობის ოფისის მიმეებარე ტერიტორიიდან.
„მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს კონსტიტუციური უფლება და არაძალადობრივი მეთოდია“, – განაცხადა მელიამ.
[sexy_author_bio]