ოზურგეთში წინასაახალწლო ბაზრობა უკვე დაიწყო.
ყველაზე თვალში საცემი ჩიჩილაკების ლოკაციებია, რომელსაც ტროტუარებზე, ქალაქის ცენტრში ყველაზე მეტად შეხვდებით.
აქ ყველანაირი ზომის ჩიჩილაკს ნახავთ. ფასი ერთი ლარიდან იწყება და ზომების მიხედვით, 25 ლარს აღწევს.
_ამ საახალწლო ბაზრობაზე, იაფად მხოლოდ ჩიჩილაკს, ამ ჩვენს თხილის „ნაძვის ხეს“ თუ იშოვი. მაინც ხეირია. ხომ უნდა გქონდეს სათქმელად, რომ რაღაც იაფი ღირს? დეილოცა ჩვენი თხილი და ჩიჩილაკის მომგონი, _ ირონიულად ხუმრობენ გურულები.
[sexy_author_bio]