ჩვენამდე რომ მოაღწიოს დიდი გზა უნდა გამოიაროს… თუმცა, ყველა როდი ელოდება ღამის თორმეტ საათს… იაპონიაში ახალი წლის აღნიშვნა შუაღამისას კი არ არის მიღებული, როგორც ჩვენთან, არამედ – დილით, როცა ამომავალი მზის ქვეყანაში ჭეშმარიტად მზე ამოდის. პირველ სხივთან ერთად ახალი წელიც მოდის.
კუბაში ახალი წლის დადგომისას საათი თორმეტის მაგივრად 11-ჯერ რეკავს. მეთორმეტე ჩამოკვრაზე საათს აღარ „აწუხებენ“ – ახალი წელია…
ჩინეთში დღემდე, ერთხელ და სამუდამოდ, არ არის დაფიქსირებული ახალი წლის მობრძანების თარიღი. ის აუცილებლად ახალ მთვარეზე დგება – 17 იანვრიდან 19 თებერვლამდე. ამ დღეს ქუჩებში ხალხმრავალი პროცესები ეწყობა. ადამიანებს მიაქვთ განათებული, დიდი ფარნები და ახალ წელს გზას უნათებენ. მანამდე კი მჭიდროდ გმანავენ ფანჯრებს და კარებს, ახალი წლის მოსვლამდე, რომელიმე ბოროტი სული რომ არ შეიპაროს სახლში.
ბალიზე ახალ წელს მარტში, თვის ბოლოს ზეიმობენ. კუნძულის მოსახლეობა სახლში ჩუმად ზის, არ ინძრევა და არც შუქს ანთებენ. მათ გულწრფელად სჯერათ, რომ ამ დროს ახალ წელთან ერთად, ბოროტი სულებიც ცდილობენ სახლში შეღწევას.
[sexy_author_bio]