საბერძნეთში 41 წლის ქართველი მამაკაცი საკუთარ სახლთან მოკლეს.
ბერძნული მედიის ცნობით, მამაკაცს მაშინ ესროლეს, როდესაც სახლში ოჯახთან ერთად ბრუნდებოდა.
შემთხვევა 1 იანვარს მოხდა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მოკლული მამაკაცი წარსულში ბინის ქურდობისთვის იყო ნასამართლევი.
პოლიცია მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს.