კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო დანაყოფებმა ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათში ცენტრალური მოედანი და პრეზიდენტის სასახლე დემონტრანტებისგან გაათავისუფლეს.
როგორც ТАСС-ის კორესპონდენტი ალმა-ათიდან იუწყება, დემონსტრანტები პირველი გასროლების შემდეგ ტერიიტორია დატოვეს.
თვითმხილველები დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ საუბრობენ _ არაოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი რამდენიმე ასეულია.
ამასთან, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ვინც იარაღს არ დაყრის, გაანადგურებენ.