ოზურგეთში კოვიდინფიცირების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 12172 შემთხვევა, 11131 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, 91 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია კოვიდინფიცირების 950 შემთხვევა, საიადანაც სტაციონარში 107 პაციენტია მოთავსებული, 156 საკარანტინე სივრცეში, ბინაზე კი 687 პაციენტია მოთავსებული.