პედაგოგი ტატი-ანა გოთოშია ქუთაისის მეცხრე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია.
ქალბატონი ტატი-ანა ამბობს, რომ ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლა არის ადგილი, სადაც მისვლა მიუხარია.
უამრავი პროექტისა და ღონისძიების ავტორის თქმით, ეს მიზანდასახულობა საუკეთესო დირექციისა (დირექტორი სოფიო ქუთათელაძე, სასწავლო ნაწილის გამგე თამარ მაჩალაძე) და კოლეგების დამსახურებაა.
“ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლა არის ადგილი, სადაც მისვლა მიმიხარია. მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი მოსწავლეები. უნდა შეძლო, სამყარო ბავშვების თვალით დაინახო”, _ ამბობს მოსწავლეებსა და საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული მასწავლებელი.
ქალბატონ ტატი-ანას ვუსურვებთ კვლავ შემართებას მოზარდი თაობის აღზრდის საქმეში.