ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპროტესტებენ საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისთვის ხელფასის მატებას.
“საკრებულოს, ვთხოვთ, რომ არ დავუჭიროთ მხარი ამ პროექტს. ეს არ მგონია სამართლიანი იმ ფონზე, როცა გაორმაგებულია, გასამაგებულია პროდუეტების და მედიკამენტების ფასები. ხელფასები გავუზარდოს ბაღის თანამშრომლებს, მეეზოვებს და უარი თქვით ხელფასების მატებაზე.“ – თქვა საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დავით მჟავანაძემ.
საკრებულოს თავმჯდომარე დათო დარჩია და მისი მოადგილე ლავრენტი ბიგვავა დათო მჟავანიძისგან კონკრეტული კითხვის დასმას ითხოვენ.
“აქ დილამდე ხომ არ ისაუბრებ. კითხვა დასვი, რას ითხოვ და გაგცემთ პასუხს“ – თქვა დავით დარჩიამ. ლავრენტი ბიგვავამ თავისი სიტყვის გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ როდესაც მიმდინარეობდა ამ საკითხზე განხილვა, ოპოზიციის წარმომადგენლებს თავისი მოსაზრება არ დაუფიქსირებიათ.
საკრებულოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს .