იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში შექმნილი ეპიდვითარების შესახებ წერს.
როგორც კულუმბეგოვი ამბობს აქტიური შემთხვევების რაოდენობა კიდევ გაიზრდება. კულუმბეგოვი გამოსავალს ბუსტერდოზის გაკეთებაში ხედავს და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს.
“აქტიური შემთხვევები ისტორიულ მაქსიმუმზეა (70,423), კიდევ გაიზრდება! ჰოსპიტალიზაცია (6%) ისტორიულ მინიმუმზე, კრიტიკული კი (989) ყველა წინა შტამის დამსახურებაა.
გთხოვთ, ატარეთ პირბადე და ბუსტერი დაიმატეთ, ვისაც ამის დრო მოგივიდათ.
საპანიკო არაფერია, ესეც გადაივლის!” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.