ოზურგეთის სასწავლო დაწესებულებებში კორონავირუსი დაფიქსირდა.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, კორონავირუსი მერიის საჯარო სკოლაში 2 მასწავლებელს დაუდასტურდა, რის გამოც 6 კლასი სწავლების ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა.
მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა მელექედურის საჯარო სკოლაში, რის გამოც სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
ინფორმაციისთვის, შეზღუდვებია დაწესებული ოზურგეთის 1-ელ საჯარო და დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლებში.