სენაკის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო.
დღევანდელ ხდომას არ ესწრებოდნენ პარტიების: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 2 წევრი და ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 16 წევრი. სხდომა,სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ სენაკის საკრებულოს 33 წევრი ჰყავს, აქედან 16 _ “ქართული ოცნებიდან”, 13 _ “ნაციონალური მოძრაობიდან” და 4 წევრი _პარტია “საქართველოდან” , თუმცა, ამ პარტიიდან საკრებულოს წევრობაზე, ილია ახალაიამ პირადი განცხადების საფუძველზე, უარი განაცხადა.