უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნიან. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც უკრაინული ონლაინ გამოცემა zn.ua წერს, ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი პოლიტიკური თანამშრომლობის ფორმატის დეტალები არ გაუსაჯაროვებია.
„ჩვენ ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ვქმნით, რომელშიც ჩართულები იქნებიან უკრაინა, ბრიტანეთი და პოლონეთი. ჩვენი სახელმწიფოსთვის ფინანსური მდგრადობის გარანტიებს ვუზრუნველვყოფთ“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, დღეს უკრაინაში პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინიტრების, მატეუშ მორავეცკისა და ბორის ჯონსონის ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა