რუსთავში, ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის თემურ ყაზარაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი იმართება. 15-წლამდეთა შორის შეჯიბრში მონაწილეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული, ჭიდაობის სექციის სპორტსმენები იღებენ. ტურნირის პირველი საშეჯიბრო დღე ჩვენმა მოჭიდავეებმა წარმატებით დაასრულეს. ხვალ ფინალში იჭიდავებენ : ლუკა კილაძე ( 41 კგ ) ერეკლე თავბერიძე და ალექსი ფაისიეშვილი ( 44 კგ) გიორგი როყვა ( 57 კგ) მესამე ადგილისთვის იჭიდავებენ : გიორგი ტაკიძე, გიორგი ქათამაძე, აჩი ქათამაძე, ზურა სადრაძე, დავით გობრონიძე და მერაბ მახარაძე ასევე რეპეშიდან მესამე ადგილისთვის ბრძოლას გაგძელებენ – ბაჩო აბაშიძე და ვანო ბეროზაშვილი ნაკრები გუნდი ასპარეზობისთვის მწრთვნელებმა : კობა ბალავინოვმა,ძმებმა ზურაბიანებმა, ფრიდონ აბაშიძემ, ლაშა გუჯაბიძემ, გურამ მაჭარაშვილმა და კახაბერ აბაშიძემ მოამზადეს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved