ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს რუსეთი ომში ჩაითრიოს,_ ამის შესახებ განცხადება BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
მისი თქმით, ამერიკის მიზანია გამოიყენოს კონფრონტაცია რუსეთისთვის მეტი სანქციების დაწესების საბაბად.
პუტინმა ასევე თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უგულებელყოფს რუსეთის შეშფოთებას ევროპაში ნატოს ძალებთან დაკავშირებით.
ამერიკა და ნატოს პარტნიორი ქვეყნები რუსეთს უკრაინაში შეჭრის დაგეგმვაში ადანაშაულებენ, რასაც რუსეთი უარყოფს.
სამშაბათს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ტვიტერზე დაწერა, რომ შეერთებული შტატები “მოწოდებულია თავიდან აიცილოს კონფლიქტი, რომელიც არავის ინტერესებშია”.