ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ჩატარებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის დაწყების პირველი ტალღის დროს დაწესებულმა ლოკდაუნმა ამერიკის შეერთებულ შტებსა და ევროპაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მხოლოდ 2%-ით შეამცირა.
მკვლევარები ამბობენ, რომ დაწესებულ ლოკდაუნებს სარგებელი არ მოუტანია, გარდა ეკონომიკური ზარალისა და როგორც პანდემიის მართვის საშუალება, უნდა გაუქმდეს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ხშირად საზოგადოებრივი თავშეყრაზე დაწესებული შეზღუდვები ადამიანებს უკრძალავდა შეკრებას ისეთ უსაფრთხო ადგილებში, როგორიცაა ზოოპარკი, პარკი, პლიაჟი და უბიძგებდა შეკრებილიყვნენ შედარებით საფრთხისშემცველ დახურული სივრცეებში.
კვლევაში ხაზგასმულია ისიც, რომ ერთ-ერთი დაწესებული შეზღუდვა, რამაც შედარებით გაამართლა და 10.6 %-ით შეამცირა სიკვდილიანობა, სავარაუდოდ, ბარების დახურვა იყო.
კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ ლოკდაუნმა გაზარდა უმუშევრობა, ოჯახში ძალადობის, ნარკოტიკებით ზედოზირების შემთხვევები, შეამცირა სწავლა.
„ხარჯები უნდა შევადაროთ დაბლოკვის სარგებელს, როგორც ჩვენმა მეტაანალიზმა აჩვენა, საუკეთესო შემთხვევაში მარგინალურია“, – წერენ მკვლევარები და აღნიშნავენ, რომ „მსგავსი სტანდარტული სარგებელი-ღირებულების გაანგარიშებას მივყავართ მტკიცე დასკვნამდე: ჩაკეტვა უნდა იქნას უარყოფილი, როგორც პანდემიის პოლიტიკის მართვის ინსტრუმენტი“.