ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის საჯარო სკოლა სრულად დისტანცირებულ სწავლებაზე გადავიდა. ამის მიზეზი სკოლაში ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირება გახდა.
ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე ამბობს, რომ სრულად დისტანცირებული სწავლა გრძელდება ნაბეღლავის საჯარო სკოლებშიც.
გარდა ამისა, წერტილოვანი შეზღუდვებია დაწესებული 1-ელ საჯარო სკოლაში, ასევე, ბუკნარის, შუა ფარცხმის და ამაღლების საჯარო სკოლებში.