ახლახან „გურია ნიუსი“ წერდა სოფელ მელექედურში არსებულ საშიშ მდგომარეობაზე_ გადატეხილი და წაქცეული იყო ელექტროხაზების ბოძი. სადენები კი, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე, გადატეხილ ნაწილზე იყო მიბმული.
_თქვენი გამოხმაურების შემდეგ, მეორე დღესვე ამოვიდა ენერგოსამსახურის ბრიგადა ოზურგეთიდან. მოიტანეს და დადგეს სადენების ბოძი. თურმე, რა მალე შეიძლება გაკეთება. ყველას მადლობას გიხდით, _ გვატყობინებენ მელექედურიდან.
„ენერგო პრო-ჯორჯიას“ ოზურგეთის ოფისში „გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ ელექტროხაზების ბოძი, რომლის ჩამოტანა ქუთაისიდან მოხდა, მიიტანეს სოფელში და უკვე დადგმულია. მოწესრიგებულია სადენების მდგომარეობაც.
[sexy_author_bio]