ახალი ქართული კომპიუტრული თამაში იქმნება, რომელიც მაისში გახდება ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროექტმა გაიმარჯვა კონკურსში – „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაცია“. სამინისტრომ კონკურსი დიდგორის ბრძოლიდან 900 წლისთავზე გამოაცხადა ახალგაზრდების ციფრული მედიის მიმართ მზარდი ინტერესების გათვალისწინებით.
პროექტი, რომელიც დიდგორის ისტორიულ და სტრატეგიულ ბრძოლას აცოცხლებს, მაისში ამოქმედდება. ამ კომპიუტერული თამაშის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ ისტორიკოსსა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, მიხეილ ბახტაძეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ის იყო პროექტის კონსულტანტი სამეცნიერო კუთხით.
ისტორიული წყაროების მიხედვით, დიდგორის ბრძოლა საქართველოსა და სელჩუკთა იმპერიას შორის გაიმართა დიდგორში, თბილისიდან დასავლეთით 40 კმ-ში, 1121 წლის 12 აგვისტოს. სელჩუკთა ჯარმა ვერ შეძლო ვიწრო ხეობაში მანევრირება, ამის შემდეგ კი დავით აღმაშენებლის ეფექტური სამხედრო ტაქტიკის გამო ქართველებმა მათ დამანგრეველი დარტყმა მიაყენეს.
[sexy_author_bio]