ტყუპი
ჰაერის სტიქიის ამ წარმომადგენელს, როგორც წესი, ხანგრძლივი ვადით არაფერზე დარდი არ ახასიათებს. მათ შორის არც ფინანსური პრობლემები უქმნის დისკომფორტს განსაკუთრებულად. მით უმეტეს, რომ თანდაყოლილი ენაწყლიანობისა და კომუნიკაბელურობის გამო იგი ფლობს მამაკაცისთვის საჭირო “კოზირს”, რომელიც ქალების მოხიბვლისას პრაქტიკაში ძალიანაც გამართლებულია – ქალებს ხომ “ყურებით უყვართ”, ტყუპს კი საკმარისზე მეტად აქვს ალესილი ენა საიმისოდ, რომ არაერთ არამედ ერთბაშად რამდენიმე ქალსაც დაახვიოს თავბრუ. ამიტომ პარალელური რომანები და თითოეული პარტნიორისგან “საჭირო სარგებლის” მიღება ტყუპი მამაკაცისთვის პრობლემა ნამდვილად არ გახლავთ.
მშვილდოსანი
მათ შორის, როგორც წესი, ასაკოვანი და მდიდარი ქალბატონების მოყვარული ინდივიდები გვხვდებიან. მამაკაცი მშვილდოსანი საოცრად ქარიზმატული, მომხიბვლელი და მხიარული ნატურაა. მასთან ერთად, ნებისმიერი ქალი თავს “ერთადერთად და განუმეორებლად” იგრძნობს, მანამ სანამ კარგად არ დაძებნის პარტნიორის ცხოვრებაში თავისნაირ “ერთადერთებსა და განუმეორებლებს”, რომელთა რიცხვიც მინიმუმ სამს მაინც აღემატება. შესაბამისად, ბევრი მშვილოდსანი “სარფიანად აბანდებს” საკუთარ შესაძლებლობებს და აქტიურად ირჩევს ისეთ ქალს, რომელსაც ფულთან და ძალაუფლებასთან ერთად არ გააჩნია ზედმეტი პრეტენზიები მის მიმართ.
[sexy_author_bio]