გადატანილი ინფექცია ომიკრონით ინფიცირებისაგან 56 %-ით, ხოლო კრიტიკული და სასიკვდილო კოვიდისაგან 87.8%-ით იცავს, – ამ ინფორმაციას ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ nejm – ში გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გადატანილი ინფექცია ომიკრონით ინფიცირებისგან იცავს 56%-ით.
გადატანილი ინფექცია მძიმე, კრიტიკული და სასიკვდილო კოვიდისგან იცავს 87.8% – ით.
აიცერით, დაიბუსტეთ, ატარეთ ნიღაბი!“ – მოუწოდებს საზოგადოებას ბიძინა კულუმბეგოვი.
ცნობისათვის, ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში კვლავ მძიმეა. ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის 19 968 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 55 პაციენტი.