მეცნიერების გაფრთხილების მიუხედავად, შვედეთმა პანდემია დასრულებულად გამოაცხადა და თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. ამის შესაებ reuters წერს.
როგორც გამცემა წერს, ქვეყანაში ჯანდაცვის სფერო, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო, ჯერ კიდევ გადატვირთულია, თუმცა ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
ქვეყნის მთავრობა, COVID -19 -ზე მასიური ტესტირებაც შეაჩერა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ფართომასშტაბიანი ტესტირება ზედმეტად ძვირი ჯდება. შვედეთის მთავრობის თქმით, 2022 წელს ტესტირებისთვის უკვე 55 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
reuters ინფორმაციით, შვედეთის მთავრობამ გადაწყვეტილება “ომიკრონის” ვარიანტის სისუსტისა და სიკვდილიანობის შემცირების გამო მიიღო.
შვედეთის ჯანდაცვის მინისტრის ლენა ჰალენგრენმა განაცხადა, რომ შეზღუდვების თვალსაზრისით, პანდემიის გამო აღარაფერი შეიცვლება
“შემიძლია ვთქვა, რომ პანდემია დასრულდა. მართალია, მსოფლიოსთვის ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული, მაგრამ სწრაფი ცვლილებებისა და შეზღუდვების თვალსაზრისით, პანდემიის გამო აღარაფერი შეიცვლება”, – განაცხადა შვედეთის ჯანდაცვის მინისტრმა.
reuters წერს, რომ შვედეთის საავადმყოფოები კვლავ გადატვირთულია, დაახლოებით 2,200 COVID-ით დაავადებული ადამიანი საჭიროებს საავადმყოფოში მისვლა, დაახლოებით იგივე, რაც 2021 წლის გაზაფხულზე მესამე ტალღის დროს. რადგან უფასო ტესტირება შემცირდა ამ თვის დასაწყისში და ფაქტობრივად შეჩერდა ოთხშაბათიდან, არავინ იცის შემთხვევების ზუსტი რაოდენობა.
უმეას უნივერსიტეტის ვირუსოლოგიის პროფესორის და შვედეთის ჩაკეტვის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე კრიტიკოსის ფრედრიკ ელგის თქმით, საჭიროა მოთმინება
“ჩვენ უნდა გვქონდეს ცოტა მეტი მოთმინება, დაველოდოთ კიდევ რამდენიმე კვირას. და ჩვენ საკმაოდ მდიდრები ვართ, რომ გავაგრძელოთ ტესტირება. დაავადება კვლავ დიდი დატვირთვაა საზოგადოებისთვის” – განაცხადა ფრედრიკ ელგიმ.
შვედეთში, ბარებსა და რესტორნებს საშუალება ექნებათ კვლავ ღია დარჩეს საღამოს 11 საათის შემდეგ, სტუმრების რაოდენობის შეზღუდვის გარეშე. ასევე გაუქმდა უფრო დიდი შიდა დარბაზებისთვის დასწრების ლიმიტები, ასევე ვაქცინის საშვის გამოყენება.
[sexy_author_bio]