თალიბებმა დააკავეს ბრიტანელი ჟურნალისტი და მისი ავღანელი კოლეგა ქაბულში, როცა ისინი გაეროს ლტოლვილთა სააგენტოში იმყოფებოდნენ ავჟანეთის ჰუმანიტარული კრიზისის გამო.
სავარაუდოდ, ეს დაკავებები არის მედიის მიმართ მუქარის ერთ-ერთი საშუალება. 21-ე საუკუნეში პრესისა და მედიის თავისუფლება კვლავ იზღუდება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კიდევ ერთი ბრიტანელი კაცის ოჯახმა, რომელიც თალიბების ხელისუფლებამ გასულ წელს ქაბულში დააკავა, გააპროტესტა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იგი ორ თვეზე მეტია ციხეშია, თუმცა ჯერჯერობით არ ჩატარებულა არანაირი სახის სასამართლო და არც ადვოკატთან აქვს წვდომა.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თალიბები რეგულარულად აკავებდნენ და სცემდნენ ავღანელ ჟურნალისტეებს, ეს უცხოელი ჟურნალისტის დაკავების პირველი შემთხვევაა, რომელსაც მეტად უსამართლოდ ექცევიან.
ამ კვირაში ასევე დააკავეს BBC-ის ყოფილი ჟურნალისტი ენდრიუ ნორთი, რომელსაც აქვს ავღანეთში მუშაობის დიდი გამოდილება, მათ შორის, ის მუშაობდა ვებსაიტისთვის Tortoise. მისმა მეუღლემ, ნატალია ანთელავამ თავისუფლების დასაცავად დახმარების თხოვინით მედიას მიმართა და თქვა:
- „ენდრიუ ქაბულში UNHCR-ში მუშაობდა და ცდილობდა, რომ ავღანელ ხალხს დახმარებოდა. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ამ უსამართლობის გამო და ნებისმიერი გავლენის მქონე პირს ვთხოვთ, რომ დაგვეხმაროს“
პარასკევს თალიბანის მთავრობის სპიკერმა მუჯაჰიდმა თქვა, რომ გაეროში დაკავრებულ პირებს არ ჰქონდათ პირადობის მოწმობები და საჭირო დოკუმენტები თავიანთი პროფესიის შესაბამისად. გარდა ამისა, ის ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტები გაათავისუფლეს, მაგრამ ისინი ისევ დაკავებულნი არიან.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტო Twitter-ზე წერს:
- „ჟურნალისტი და მასთან მომუშავე ავღანელი მოქალაქეები დააკავეს ქაბულში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სიტუაციის მოსაგვარებლად“.
სამწუხაროდ, სულ მცირე 50 ავღანელი რეპორტიორი და მედიის სხვა პროფესიონალები დააკავა თალიბანის პოლიციამ ან დაზღვევის სამსახურმა გასული წლის აგვისტოს შემდეგ. ამის შესახებ განაცხადა პრესის თავისუფლების რეპორტიორებმა ქვეყნის შესახებ ანგარიშში.
ჯერჯერობით, ერთ-ერთი ბრიტანელი ისევ თალიბების ხელშია – პიტერ ჟუვენალი, რომელიც ავღანეთის მოქალაქეზეა დაქორწინებული და ქაბულში საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად იმყოფებოდა. როგორც ვარაუდობენ, სწორედ ამ დროს დააკავეს სხვა უცხოელებიც, რომელთა ვინაობა უცნობია. მისი მეგობრები ჯერ უშედეგოდ მოითხოვენ ჟურნალისტების გათავისუფლებას.
მომზადებულია “The Guardian”-ის მიხედვით: https://www.theguardian.com/world/2022/feb/11/taliban-detain-british-journalist-andrew-north-in-kabul;
[sexy_author_bio]