დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ამ კვირაში ინფიცირების შემთხვევებმა უნდა იკლოს.
„ეპიდსიტუაციის ბოლო დღეები მაჩვენებლები – ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი და ყველაფერი ეს, მიუთითებს რომ ჩვენ „ომიკრონის“ ტალღის პიკს გადავდივართ და ვფიქრობ, რომ ამ კვირის განმავლობაში შემთხვევების კლება გვექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.