პოლიტიკოს თამაზ მეჭიაურის გარდაცვალებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მაია კუტუბიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“უსაშველოდ მწარეა და მტკივნეულია იმის გაფიქრება, რომ თამაზ მეჭიაური აღარ იქნება ჩვენ გვერდით….
როგორი იმედი მქონდა, რომ გაუმკლავდებოდა ამ განსაცდელს… ღმერთმა გაცხონოს…
შეხვედრამდე, ჩემო მართალო, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულო და უამრავი კეთილი საქმის მკეთებელო, გულიანო მეგობარო…”, _ წერს მაია კუტუბიძე.