ნატო არის უსაფრთხოების გარანტი. ასე რომ, როგორ შეიძლება ავირჩიოთ სხვა გზა? _ ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ BBC – თან მიცემულ ინტერვიუსში განაცხადა.
მისი თქმით, NATO არის გარანტია, არ დავკარგოთ დამოუკიდებლობა, ასევე, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზა „გრძელი“ იქნება.
„ნატო არის უსაფრთხოების გარანტი. ასე რომ, როგორ შეიძლება ავირჩიოთ სხვა გზა? ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ამ გზაზე ყველაზე მთავარია, არ დავკარგო ჩემი ქვეყანა. NATO არის ამის გარანტია, რომ არ დავკარგოთ დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მხრიდან ზეწოლის შესახებ, რომელსაც უკრაინაში ნატო-ს გაწევრიანება არ სურს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთან ერთად თამაშობს.
„ჩვენ არ შეგვიძლია დავხუჭოთ თვალი და ვთქვათ, რომ მხოლოდ რუსეთს არ სურს ჩვენი ალიანსში ყოფნა. ეს ასე არ არის. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთთან ერთად თამაშობს, რაც არასწორია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
[sexy_author_bio]