უკრაინაში დიდი ბრიტანეთის საელჩო კიევში დაიხურა და დროებით ლვოვში გადადის – ამის შესახებ ინფორმაციას The guardian საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაერთიანებული სამეფო საელჩოს კიევიდან ლვოვში გადაიტანს, რომელიც პოლონეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს და ასევე მოუწოდებს უკრაინაში მყოფ ბრიტანელ მოქალაქეებს, დატოვონ ქვეყანა.
”რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება უკრაინაში სერიოზულ გავლენას მოახდენს ბრიტანეთის მთავრობის შესაძლებლობაზე, დაიცვას უკრაინაში საკონსულოს უსაფრთხოება”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის გამო, 14 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა კიევში საელჩო დახურა.