გვიან ღამით თბილისში, ცივი იარაღით, სამი პირი დაჭრეს – შემთხვევა დიდუბის მეტროსთან მოხდა.
“კურიერის” ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ერთი კი ქირურგიის ცენტრშია გადაყვანილი.
ჭრილობები, წინასწარი ინფორმაციით, სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
წყარო: რუსთავი2