საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დიდ ნაწილის მოხსნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
საბჭოს გადაწყვეტილებით,
- უქმდება კოვიდსასტუმროები;
- უქმდება თერმოსკრინინგისა და დეზობარიერის ქონის ვალდებულება;
- 1 მარტიდან ქორწილების, ქელეხებისა და წვეულებების გამართვა დასაშვები ხდება;
- ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვებული ადამიანების რიცხვი 15-მდე იზრდება, დახურულში – 10-მდე;
- აუცრელი და გაუტესტავი საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის ვადა 5 დღემდე მცირდება;
- 15 მარტიდან კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება დაშვებული იქნება.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, დღეიდან საკოორდინაციო საბჭო ყოველი კვირის ნაცვლად, ყოველ ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება. რაც შეეხება დარჩენილ შეზღუდვებს, მათ მოხსნაზე საბჭო შემდეგ სხდომებზე იმსჯელებს.