ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, სასამართლოში მოიგეს საქმე, რომელიც სპორტსმენი ქალების სექსუალურ შევიწროებას ეხებოდა, რომელთაგან 3 არასრულწლოვანი იყო.
“მწვრთნელი შედიოდა გასახდელში უნებართვოდ, აკეთებინებდა გარკვეულ ვარჯიშებს, რომლებსაც არ ჰქონდათ სპორტული დანიშნულება, ვარჯიშის განმავლობაში მწვრთნელი მიმართავდა სექსუალური ხასიათის შეურაცხმყოფელი კომენტარებით. ეს ყველაფერი მოსამართლემ ჩათვალა, რომ არის სექსუალური შევიწროება და იმის გამო, რომ დაუდგინა დარღვევა, მას დააკისრა თითოეული მოსარჩელის მიმართ, იმ ნაწილში ვის მიმართაც დადგინდა შევიწროება, მორალური ზიანის ანაზღაურება“, _ აცხადებს საქმის ადვოკატი, თამარ კაპანაძე.
ორგანიზაცია PHR-ის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დასაწყისია საქართველოში ათლეტი ქალებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.