“მანჩესტერ სიტის” უკრაინელი ფეხბურთელი, ოლეკსანდრ ზინჩენკო Instagram-ზე უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოეხმაურა.
“იმედი მაქვს, ყველაზე მტანჯველი სიკვდილით მოკვდები!” – წერს ზინჩენკო.
ამ დროისთვის სოციალური ქსელიდან ზინჩენკოს სთორი უკვე წაშლილია.
ფეხბურთელი განმარტავს,რომ მისი სთორი Instagram-მა დაბლოკა.
ცნობისთვის, 25 წლის მარცხენა მცველი, ოლეკსანდრ ზინჩენკო დონეცკის შახტარის აღზრდილია. 2014 წელს რუსეთის მიერ დონბასის ოლქში შეჭრისა და ყირიმის ანექსიის გამო ზინჩენკო მშობლებთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, სადაც ადგილობრივ უფაში 1 სეზონი გაატარა. 2016 წლიდან კი ფეხბურთელი მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავს.
[sexy_author_bio]