,,მე მინდა გავახსენო საქართველოს ხელისუფლებას, რომ როდესაც თბილისს დაემუქრა რუსეთის საფრთხე, რეგიონის ლიდერები ლეხ კაჩინსკი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო ჩამოვიდნენ თბილისში მხარდასაჭერად“ – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ კიევში არ ჩავა, რადგან უკრაინაში ომია და ცა დაკეტილია.
ფოტიგა ამბობს, რომ უკრაინას ახლა მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება.
ევროპარლამენტარის თქმით, რუსეთის აგრესია ყველა მოსალოდნელ პროგნოზს გასცდა და სრულმასშტაბიან აგრესიაში გადაიზარდა.
,,მე მინდა გავახსენო საქართველოს ხელისუფლებას, რომ როდესაც თბილისს დაემუქრა რუსეთის საფრთხე, რეგიონის ლიდერები ლეხ კაჩინსკი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო ჩამოვიდნენ თბილისში მხარდასაჭერად. ნამდვილად ვერ განვსჯი სახელმწიფოს ინტერესებს უბრალოდ ვაჩვენებთ ჩვენ დამოკიდებულებას. უკრაინა იბრძვის თავისი ქვეყნისთვის, მათ სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ერთ-ერთი ასპექტი სოლიდარობისა არის სანქციები, რუსეთს არ სურს დიპლომატიური საუბრის მოსმენა. როდესაც სოლიდარობის ჩვენება ჩვენი ვალდებულებაა.
სამხედრო შეტევა ხორციელდება უკრაინის დედაქალაქ კიევზე, ეს აგრესია არის სრულმასშტაბიანი აგრესია, ეს არის სამხელეთო, საზღვაო, მრავალი წერტილიდან, ეს არის მცდელობა რომ მთელ უკრიანაში შეიჭრან.
რუსეთი უხეშად არღვევს სუვერენიტეტს და უხეშად უტევს მეზობელ ქვეყანას. უნდა ვთქვათ, რომ რეალური შეტევა რომელსაც რუსეთი აწარმოებს გავიდა სავარაუდო ფარგლებს მიღმა. უკრაინელები მზად არიან ბრძოლისათვის” – თქვა ანა ფოტიგამ.
[sexy_author_bio]