უკრაინელებმა ოდეის სიახლოვეს კუნძული ზმეინი დაიბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას unian შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ვადიმ დენისენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კუნძულზე რომლის მცველი 13 უკრაინელი სამხედრო 24 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებს არ დანებდა და ყველა მათგანი დაიღუპა, დაიბრუნეს და მესაზღვრეები შავ ზღვაში უკრაინის საზღვრების დაცვას აგრძელებენ.
გუშინ, რუსებმა უკრაინელ სამხედროებს ორჯერ გაუმეორეს: “მე რუსული სამხედრო ხომალდი ვარ. გთავაზობთ დაყაროთ იარაღი და დაგვნებდეთ სისხლისღვრისა და გაუმართლებელი მსხვერპლის ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგბომბავთ!”, რაზეც უკრაინელებმა უპასუხეს: “რუსულო საომარო ხომალდო, იძი ნა*უი!”
[sexy_author_bio]