რუსეთ-უკრაინაში შექმნილი რთული ვითარების გამო მსოფლიო საგანგებო რეჟიმზე გადადის და ომის მაპროვოცირებელ რუსეთს ეზღუდება გარკვეულ სერვისებზე წვდომა. მათ შორის მოხვდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხიც.
„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე გათიშულია Messenger, Facebook და შესაძლოა, რომ მალე Youtube-ც გაითიშოს.
სამწუხაროდ, ამოქმედებული სანქიცები მოქმედებს საქართველოს ოკუპირებულ ნაწილზეც.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სოფელ სინაგურის ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს:
„ყველაფერს გვითიშავენ, Messenger-ი და Facebook-იც აღარ მუშაობს რუსული ინტერნეტის გამო, არ ვიცი რა იქნება, ძალიან რთული სიტუაციაა და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი კვლავ უტევს უკრაინას და მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა შეტაკებების ხმები.
[sexy_author_bio]