ყაზახეთმა უარი უთხრა რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე. ამის შესახებ ინფორმაციას NBC ავრცელებს.
გარდა ამისა, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ არ ცნობს რუსეთის მიერ აღიარებულ სეპარატისტულ რესპუბლიკებს, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უჭერს აღიარებს და იყენებს აგრესიის საბაბად.
მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა, რომელიც მოიცავს სადავო ტერიტორიას, პუტინმა ორშაბათს გამოაცხადა რუსეთის მიერ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის (LNR) და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DNR) დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
NBC წერს, რომ აშშ-მ გაავრცელა განცხადება, სადაც მიესალმება ყაზახეთის გადაწყვეტილებას არ ჩაებას პუტინის მიერ დაწყებულ ომში.
“ჩვენ მივესალმებით ყაზახეთის განცხადებას, რომ ისინი არ აღიარებენ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს. ასევე, მივესალმებით ყაზახეთის მიერ პუტინის ომში მონაწილეობის მისაღებად უკრაინაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე უარის თქმას,” – წერა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.