reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის მოკავშირემ და ჩეჩნეთის ლიდერმა რაზმან კადიროვმა განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში განლაგდნენ და უკრაინელებს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდა.
ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოში კადიროვი ამბობს, რომ ჩეჩნურ დანაყოფებს ჯერჯერობით არანაირი დანაკარგი არ აქვთ.
მისი თქმითვე, რუსულ ძალებს შეეძლოთ ადვილად აიღონ უკრაინის დიდი ქალაქები, მათ შორის დედაქალაქი კიევი, მაგრამ მათი ამოცანაა სიცოცხლის დაკარგვის თავიდან აცილება იყო.
ინფორმაციისთვის, ხელისუფლების წინააღდეგ წასვლისკენ უკრაინელებს გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც მოუწოდა.