უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე რუსეთის და უკრაინას შორის მოლაპარაკება ვერ დგება.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პეშკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებების მიზნით რუსეთის დელეგაცია ბელარუსში ჩავიდა.
რუსული მხარის განცხადებით სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არიან, თუმცა მოლაპარაკების გამართვას ბელარუსში უკრაინული მხარე არ თანხმდება.
“აგრესიული ქმედებები თქვენი ტერიტორიიდან რომ არ განხორციელებულიყო, ჩვენ შევძლებდით მინსკში საუბარს. როდესაც თქვენ ნეიტრალურები იყავით, ჩვენ ვსაუბრობდით მინსკში, არაერთხელ გამართულა თქვენს ქალაქში შეხვედრა. ახლა, თქვენ ჯერ კიდევ არ გაგიკეთებიათ თქვენი მთავრი არჩევანი. ეს არჩევანი მხოლოდ თქვენი, ბელარუსი ხალხის გასაკეთებელია და არა რუსეთის, უკრაინის ან – ამერიკის. ზუსტად ამიტომ, ახლა ჩვენ მინსკზე საუბარი არ გვაქვს. შეხვედრისა და მოლაპარაკებებისთვის, ადგილი შეიძლება იყოს სხვა ქალაქი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, მოლაპარაკება, ომის დასრულება… ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო – ესაა ყველაფერი ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს. მოლაპარაკებებისთვის გამოდგება ნებისმიერი ქვეყანა, სადაც რაკეტები არ დაფრინავს. მხოლოდ ასე შეიძლება, მოლაპარაკებები იყოს სამართლიანი და ომის დასრულება გამოიწვიოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.