უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მოლაპარაკებებს რამდენიმე საათში დაიწყებენ, რადგან უკრაინის გუნდი ბელარუსის საზღვარს სხვა მარშრუტით მიაღწევს და ამას მოსალოდნელზე მეტი დრო დასჭირდება. შესაბამისი განცხადება უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა ფედირ ვენისლავსკიმ გააკეთა.
„კიევიდან მოლაპარაკებების ადგილამდე მანძილი მცირეა, მაგრამ უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, მარშრუტი შეიცვალა და ვფიქრობ, მოლაპარაკებები უახლოეს საათებში დაიწყება. ჩვენი დელეგაციის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ აიღეს მარშრუტი, რომელიც მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის და მათი ადგილმდებარეობა უცნობია“, – განაცხადა ვენისლავსკიმ.
ამავდროულად, დელეგაციის წევრების შესახებ ვენისლავკის არაფერი უთქვამს. ვენისლავსკის თქმით, დღის ბოლომდე იქნება ინფორმაცია მიღწეულ შედეგებზე.
ვენისლავსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში, მაგრამ იქნება დამკვირვებლის ან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი.