რუსმა დამპყრობლებმა კონტროლი აიღეს ბერდიანსკში მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. ამის შესახებ ბერდიანსკის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე სვიდლომ განაცხადა.
ბერდიანსკის ხელისუფლებას შესთავაზეს გააგრძელონ მუშაობა, მაგრამ შეიარაღებული ჯარისკაცების კონტროლის ქვეშ.
“ეს წინადადება მიუღებლად მიმაჩნია, ამიტომ ჩვენ დავტოვეთ აღმასრულებელი კომიტეტის შენობა ოპერატიული შტაბის მთელი შემადგენლობით. თუმცა ვაგრძელებთ მუშაობას და ოპერატიული შტაბის კოორდინაციას დისტანციურად”, – დასძინა მან.