უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მომდევნო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში.ამის შესახებ Ukrinform დიდი ბრიტანეთის სამთავრობო პორტალზე დაყრდნობით იუწყება.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ მას სჯერა, რომ შემდეგი 24 საათი გადამწყვეტი პერიოდია უკრაინისთვის“, – ნათქვამია მოხსენებაში.