ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) რუსეთს შეზღუდვები დაუწესა. ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, რუსეთს მატჩებში არ შეეძლება საკუთარი დროშისა და ჰიმნის გამოყენება.
ასევე როგორც FIFA -ს განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის ეროვნულ ნაკრებს აეკრძალება საერთაშორისო მატჩების საკუთარ ქვეყანაში გამართვა. საშინაო შეხვედრებს ისინი მხოლოდ ნეიტრალურ სტადიონზე, მაყურებლის დასწრების გარეშე ჩაატარებენ.
ფიფას გადაწყვეტილებით, რუსეთი თამაშებში მონაწილეობას ქვეყნის სახელით ვერ მიიღებს და ფეხბურთელები მოედანზე არა რუსეთის, არამედ რუსეთის საფეხბურთო კავშირის სახელით გავლენ.
ორგანიზაციამ უკრაინელ ხალხს სოლიდარობაც გამოუცხადა.
ფიფას განცხადებით, შეზღუდვების დაწესების მიზეზი სწორედ რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიაა. მათივე თქმით, ორგანიზაცია შესაბამის ორგანოებთან ერთად რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების შესახებაც იმსჯელებს.’
ასევე ვრცელდება ინფორმაციას, რომ შეიძლება რუსეთს აეკრძალოს ფიფას საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობა.
[sexy_author_bio]