დღეის, 28 თებერვლის მდგომარეობით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დასწრებით. მხოლოდ გამონაკლისია სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლა, რომელიც პირველი მარტიდან დასწრებით სასწავლო პროცესს შეუდგება დაბა კულაშის საჯარო სკოლის შენობაში, მეორე ცვლაში.
ნაბაკევის საჯარო სკოლის შენობა წლების განმავლობაში ავარიულია და საფრთხეს წარმოადგენს სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეთათვის. უახლოეს მომავალში იგეგმება სოფელ ნაბაკევში, 300 მოსწავლეზე გათვლილი, შესაბამისი, თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალი საჯარო სკოლის შენობის მშენებლობა.
,,მესამე სართულზე სასწავლო პროცესი 10 წელზე მეტია, არ მიმდინარეობს. კედლებიდან ყოველდღიურად ბათქაში ცვივა, რაც იწვევს კედლების დაზიანებას. ეს საფრთხის შემცველია შენობაში მყოფთათვის, “- ამბობს ,,გურია ნიუსთან” საუბრისას სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, თინათინ ხარძიანი.
[sexy_author_bio]