1 მარტს სავარძელ-ეტლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ერთი დღით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციის ოზურგეთის დამოუკიდებელი ცენტრის წარმომადგენლობამ ქალაქ ოზურგეთში ის ადგილები მოინახულა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის პირები ვერ ახერხებენ შესვლას.
ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი ლიდერის, ვეკო წულაძის თქმით, ეს აქცია კიდევ გაგრძელდება ეტაპობრივად.
“აქციის მიზანია, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს გარემო. იმ ადგილებში, სადაც სავარძელ-ეტლებით ვერ ახერხებენ შშმ პირები შესვლას, გავაკარით სტიკერები და ამით გვინდა ვუთხრათ ამ დაწესებულების მეპატრონეებს, მოახდინონ ცვლილები, რომ შშმ პირებმა შეძლონ შენობაში შესვლა.“ _ გვითხრა ვეკო წულაძემ.
აქციის მონაწილეებმა ამ ეტაპზე ქალაქის ტერიტორიაზე საინფორმაციო სტიკერი გააკრეს “ფარმადეპოს”, “სუფთა სახლის“, საფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის“ კედლებზე. მაგნიტის სამ ფილიალში, ასევე, მაგნიტის იმ ფილიალის კედელზე, რომელსაც აქვს ადაპტირება, თუმცა, დაკავებულია გარე მოვაჭრეების მიერ, მაღაზია “ლიბრეს“, მაღაზია “ვასაძის პურის“, სუპერ-მარკეტ “სპარის“ შესასვლელ ადგილებში.