28 თებერვლის მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის დასრულდა.
“უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა დღეს მოლაპარაკების პირველი რაუნდი გამართეს, რომლის მიზანი იყო ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა უკრაინის ტერიტორიაზე.
მხარეები ჩამოყალიბდნენ პრიორიტეტებზე, რომელთა მიხედვითაც მოინიშნა განსაზღვრული გადაწყვეტილებები.
რომ ამ გადაწყვეტილებებს ჰქონდეთ იმპლემენტაციის შესაძლებლობა, მხარეები კონსულტაციებისთვის საკუთარ დედაქალაქებში დაბრუნდნენ”, _ თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მეთაურის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.